JOIN
OUR
OBJECTIVES

ჩვენ შესახებ


მიზანი

ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შეიმუშავოს და განავითაროს პროგრამული ბირთვები, რომლის გამოყენებითაც მარტივად აიწყობა ბიზნეს პროცესები, მათემატიკური და ლოგიკური ამოცანები, იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, მრავალენოვანი, ადვილად ასათვისებელი, იქნება გათვალისწინებული ინფორმაციის დაცვა/უსაფრთხოება და განვითარებისთვის სხვადასხვა ტექნოლოგიური მოდულების ჩაშენების შესაძლებლობა. ასევე ჩვენი მიზანია ყველა ამოცანა გადავჭრათ საკუთარი პროგრამული კოდების გამოყენებით, რაც მეტად დამოუკიდებელს გვხდის და გვაძლევს დამოუკიდებელად განვითარების საშუალებას.

ვინ ვართ ჩვენ:

კომპანიის დამფუძნებელი 2003 წლიდან იწყებს აქტიურ მუშაობას ისეთი ტიპის პროგრამულ ბირთვის შექმნაზე და პროგრამული მოდულების ბაზის დაგროვებაზე, რომლის განვითარებაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტექნოლოგიურ ენაზე, გუნდური პროგრამირების პრინციპით, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის გათვალისწინებით, გარე ინფორმაციული რესურსებთან მოქნილ მორგებადობაზე (SOA არქიტექტურა), მრავალენოვანი და მრავალ ფუნქციური ამოცანების გადაწყვეტაზე, რისი საშუალებითაც მოხდება მარტივად აწყობა ისეთი ბიზნეს პროგრამული გადაწყვეტილების, როგორიც არის: წარმოება, საწყობი, მაღაზია, ბუღალტერია, ვებ-გვერდები, ელ.მაღაზია, რისკების მართვა, რეპორტინგი და სხვა. კომპანიას დღეისთვის გააჩნია 2 ასეთი მძლავრი ვებ-გადაწყვეტილების და აპლიკაციის ბირთვი, რომელზეც აწყობს და თავაზობს მომხმარებელს პროგრამების ფართო არჩევანს.

2010-წლამდე კომპანიას მის მიერ წარმოებული პროგრამები დანერგილი ქონდა მხოლოდ შიდა სანაცნობო წრეებში, რაც იყო საშუალება პროგრამების რეალურ რეჟიმში ტესტირების, გამოცდილების მიღების და გაუმჯობესების რეალურ პროცესებიდან გამომდინარე. 2011-წლის დასაწყისში, კომპანია გაძლიერდა მაღალკვალიფიციური კადრებით და მოახდინა თავისი პროდუქტის შედარებით ფართო მასებისთვის შეთავაზება. ჩვენს მიერ დღემდე უკვე წარმატებით შემუშავდა და დაინერგა რამდენიმე კომპანიაში ჩვენი პროგრამები, რისი საშუალებითაც შევძელით კომპანიებისთვის გადაგვეწყვიტა წლების მანძილზე დაგროვილი ტექნოლოგიური პრობლემები, როგორებიც არიან: შპს ტოპსტორი - ელ.მაღაზია, ელ.კომერციით და სასაწყობო მარაგების კონტროლი, შპს ინტერაქტა - ინტერნეტ საშემფასებლო ამოცანის გადაწყვეტა, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ - ბიზნეს მოთხოვნებზე მორგებული ავტონაწილები რეალიზაციის მოდული და სხვა.

ამ ხნის მანძილზე დაგვიგროვდა საკმაოდ საინტერესო პროგრამები, რომლებიც სრულად დამზადებულია საქართველოში, მასში არ შედის პირატული პროგრამული კოდები, ყველა დეტალი ჩვენს მიერ არის შემუშავებული. თვითოეული პროგრამის შემუშავების სტრატეგია იყო და არის: ამოცანის სიღრმისეული შესწავლა და საჭირო კონსულტაციების წარმოება კომპეტენტურ პირებთან, ცოცხალი მაგალითის ანალიზი, პროგრამის შემუშავების დაგეგმარება და შესაბამისი პრორამული მოდულის აწყობა. სწორედ დღეისთვის წარმოდგენილი გვაქვს იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც მინიმუმ ერთ კომპანიაში მაინც არის დანერგილი.


მიმართულებები

კომპანია მუდმივად ზრუნავს განავითაროს მიმართულებები: პროგრამული უზრუნველყოფა, ვებ-გადაწყვეტილებები, ინფორმაციული უსაფრთხოება, მონაცემთა ბაზებთან ურთიერთობა, უწყვეტი ტექნიკური მხარდაჭერა, ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის მიდგომა, მათემატიკური მოდელირება და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი. რომლის განვითარებაშიც დიდი წვლილი მიუძღვით თვითოეულ ჩვენს კლიენტს, პარტნიორ კომპანიებს, ახლობელ და მეგობარ პირებს.

პროდუქტები

საწარმოს მართვის ერთიანი პროგრამა: საწყობი, მაღაზია, სალარო, მომსახურეობა, წარმოება, შესყიდვები, ბუღალტერია, ფასების და ტარიფების მართვა და სხვა.

ბიზნეს ამოცანების ვებ-გადაწყვეტილება: ადამიანური რესურსები მართვა, დოკუმენტ ბრუნვა, ელ.კომერცია და მაღაზია, რეპორტინგი და სხვა.


თანამშრომლობა

ჩვენი პროდუქტები აწყობის ძირითადი მიზანი ეფუძნება სხვადასხვა ბიზნეს მოთხოვნებზე ინტეგრირებას, რის გამოც შესაძლებლობა გექნებათ ერთი პროგრამით მიიღოთ ყველა პროდუქტი რომელიც თქვენ გჭირდებათ, ასევე შესაძლებლობა გექნებათ დღევანდელ ბიზნეს პროცესებში არსებულ პროგრამულ საშუალებებთან ინტეგრაციის მოხდენის ან მოქნილად ჩანაცვლებით, ისე რომ არ შეწყდეს პროცესები. ჩვენ მაქსიმალურ კომფპორტს და პრობლემების გადაჭრას გთავაზობთ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, ამისათვის მხოლოდ მოგვწერეთ, გაგვაცანით თქვენი მოთხოვნები და მიიღეთ ჩვენგან ტექნოლოგიური გადაწყვეტილების შეთავაზება.


ინვესტორებისთვის

თვითოეული პროდუქტის განვითარება შესაძლებელია მრავალმხრივ-უსაზღვროდ, რაც უფრო პროდუქტიულს და ფართო მასებისთვის გათვლილს გახდის. თვითოეულ მათგანს თავის განვითარების ეტაპები გააჩნია, რომელსაც ყველა ეტაპზე საკმაოდ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, ხოლო მისი დროულად განხორციელებისთვის შესაბამისი ინვესტიციებს ჩადებაა საჭირო. დაინტერესების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ უფრო დეტალურად წარმოგიდგინოთ და გაგაცნოთ ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტები და ბიზნეს გეგმა.


კეთილი სურვილებით,
ჯონი ჭავჭანიძე



© 2009-2010 ყველა უფლება დაცულია; შპს "ჯუჩა";