JOIN
OUR
OBJECTIVES

სრულყოფილი ვებ-გვერდი

სრულყოფილი ვებ-გვერდი განკუთვნილია მათვის ვისაც სურს
ვებ-გვერდის ფუნქციონალი მაქსიმალურად მოარგოს ბიზნეს მოთხოვნებს, ინტერნეტის საშუალებით ხელმისაწვდომი გახადოს თავისი კომპანიის შესახებ, პროდუქტი(ებ)ის ან რაიმე სხვა რაიმე სახის ინფორმაცია. მისი მიზანია როგორც ინფორმაციის გავრცელება ინტერნეტით, გაამარტივოს დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციის დამყარებისთვის,  გამოაქვეყნოს სიახლეები ან/და შეძლოს ნებისმიერის სახის ინფორმაციის განთავსება, ასევე სრულყოფილი ვებ-გვერდის მიზანია მომხმარებლები ჩართოს პროცესებში და ქონდეს ინტერაქტიული ხასიათი.

სრულყოფილი ვებ-გვერდის დამზადებაში შედის:
1. საიტის-კომპანიის შესახებ მართვადი ინფორმაციული გვერდების განთავსება შეუზღუდავი რაოდენობით;
2. სიახლეების გამოქვეყნების საშუალება;
3. საკონტაქტო ინფორმაცია;
4. რუქაზე კორდინატების განთავსება და მართვის შესაძლებლობა;
5. მენიუს მართვა (მრავალ დონიანი);
6. დახვეწილი კორპორატიული სტილის შემუშავება და დიზაინი (ლოგო, ბანერები და სხვა აქსესუარებით);
7. საიტის სამართავი გვერდი;
8. ფოტო გალერეა;
9. საიტის რუკა;
10. ფაილების განთავსება და მართვა;
11. ბიზნეს მოთხოვნილი ამოცანების ჩადება;
12. მრავალ ენოვანი;
13. მრავალ მომხმარებლიანი;
14. რეგისტრაციისა და მომხმარებელთა მართვის შესაძლებლობით;
15. უფლებების და წვდომების მართვა;
16. ელ.ფოსტა, სმს და სხვა სახის კომუნიკაციის შესაძლებლობა;
17. ავტომატური და პერიოდული ამოცანების შესაძლებლობა;
18. ძებნა, ფილტრის და დალაგების მექანზმები;
19. სხვა სისტემებთან, პროგრამებთან და ბაზებთან მიერთების შესაძლებლობა;
20. დიზაინური თემების მართვის შესაძლებლობა;
21. ორიგინალური ფოტო სურათების გადაღება და დამუშავება;


სავიზიტო ვებ-გვერდის დამზადების მომსახურეობაში შედის:
1. უფასო კონსულტაცია ინფორმაციულ ტექნოლოგიის სფეროში;
2. საიტის მართვის ტრეინინგი;
3. ვებ-გვერდის განსათავსებელი ჰოსტინგი 1 წლით;
4. დომენის დარეგისტრირება 1 წლით;
5. ჰოსტინგის და ვებ-გვერდის ადმინისტრირება 1 თვის მანძილზე;
6. ჰოსტინგის შეცვლა, ტექნიკური გაწყობა;
7. ბექაფირება;
8. ინფორმაციული უსაფრთხოების ზომების მიღება;
9. ინფორმაციის დამუშავება და ბაზების შედგენა;
 

ვებ-გვერდის დამზადების პროცესი:
1. დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდებით; იხ. "კონტაქტი"
2. მოგვაწვდით საიტზე განსათავსებელ ინფორმაციას სრულად ან ზოგად ნაწილს; (წერილობით)
3. მოვახდენთ შეხვედრას ვებ-გვერდის ფუნქციონალის და ამოცანების განსასაზღვრავად;
4. წარმოგიდგენთ პრეზენტაციას და მოვახდენთ სამუშაო დეტალებზე შეთანხმებას, რისი მიხედვითაც მომზადდება კონტრაქტი;
5. გავაფორმებთ ხელშეკრულებას, სადაც განსაზღვრული იქნება შემდეგი ნაბიჯები;

საწყისი ღირებულება 1000 ლარი
ვებ-გვერდების მრავალფეროვნებიდან და ინდივიდუალური მიდგომებიდან გამომდინარე მომსახურების პირობები განსხვავებულია;


კეთილი სურვილებით,
საიტის ადმინისტრაცია



© 2009-2010 ყველა უფლება დაცულია; შპს "ჯუჩა";