JOIN
OUR
OBJECTIVES

კომპანია "ჯუჩა"-მ შეიმუშავა დოკუმენტ ბრუნვის პროგრამული უზრუნველყოფა, ვებ ტექნოლოგიის გამოყენებით. მასში ჩადებულია სხვადასხვა ტიპის კომპანიისთვის საჭირო დოკუმენტ ბრუნვის აწყობილი პროცესები და ასევე შესაძლებელია მარტივად ჩაემატოს სხვადასხვა ტიპის პროცესების სქემაც. პროგრამა გამოირჩევა მრავალმომხმარებლიან შეუზღუდავი შესაძლებლობებით, უფლებების და წვდომების გადანაწილების, უსაფრთხოების მოქნილი სისტემით, მრავალენოვანი, მულტი-ფუნქციური საშუალებით და სხვა მრავალი დეტალით.
დოკუმენტ ბრუნვის უპირატესობა მდგომარეობს მის მრავალფუნქცინალურ შესაძლებლობაში, რომელიც გამოიხატება:

  1. ნებისმიერი სახის ინფორმაციის შესაყვანად, თქვენთვის სასურველი გამოსახულების ფორმების შედგენა;
  2. მომხმარებლებისთვის ან მათ ჯგუფებისთვის ინფორმაციაზე წვდომის უფლებების განსაზღვრა; (ცვლილება, წაშლა, ავტორიზაცია და სხვა)
  3. მომხმარებელთა უფლებების მიხედვით კონკრეტული ინფორმაციის პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა;
  4. კონკრეტული ინფორმაციაზე გამგზავნი და მიმღებების განსაზღვრა;
  5. თვითოეულ ნაბიჯზე კომენტარების და დამატებითი ინფორმაციის მიბმის შესაძლებლობა;
  6. ყოველ ნაბიჯზე გარკვეული მათემატიკური ფორმულის ჩადების შესაძლებლობა;
  7. დოკუმენტის მოძრაობის მონიტორინგი;
  8. მონაცემების შენახვის/დაარქივების ან/და ექსპორტის შესაძლებლობა (SQL,PDF,Excel,HTML);
  9. ბლანკების და შაბლონების ჩადების შესაძლებლობა;
  10. დოკუმენტის ამოცანად გარდაქმნის შესაძლებლობა და შესრულების პირობების განსაზღვრა;
  11. დავალებების ელ.ფოსტაზე ან სმს-ებზე მიბმის შესაძლებლობა;
  12. დოკუმენტების მოძრაობის შედეგების ჯამური და რაოდენობრივი რეპორტები;
  13. ახალი რეპორტების ჩადების შესაძლებლობა;
  14. ველების ფორმატის განსაზღვრა;
  15. დადასტურებები და ავტორიზაციის ნებისმიერი დონის განსაზღვრა და მართვა;


პროგრამის დანერგვა ხორციელდება უახლოეს ვადებში, რომელიც დამოკიდებულია პროცესების სიდიდეზე და სიმრავლეზე.
დაახლოებითი გამოთვლისთვის 1 პროცესი 5 მონაწილით და 50 შესაძლო ნაბიჯით 3-5 დღე: შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციები, პროცესის ტექნიკური აწყობა და დამხმარე დოკუმენტაციის მომზადება მონაწილეებისათვის, ტრეინინგის ჩატარება; (პროგრამული უზრუნველყოფა განთავსებულია ვებ-სერვერზე, და მისი მომზადება ახალ ჩართული კლიენტისთვის შესაძლებელია 3 საათში;);


პროგრამის შესყიდვის და დანერგვის საწყისი ფასი განისაზღვრება 1,000 ლარით. მისი სრული ღირებულება დამოკიდებულია პროცესების სიდიდესა და რაოდენობაზე. ასევე შესაძლებელია დოკუმენტ ბრუნვის ამოცანასთან ერთად შეიძინოთ ჩვენი კომპანიის სხვა პროგრამული მოდულიც. რომელიც კიდევ უფრო მოქნილს გახდის თქვენ ბიზნეს.


დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ.

კეთილი სურვილებით,
შპს "ჯუჩა"



© 2009-2010 ყველა უფლება დაცულია; შპს "ჯუჩა";