JOIN
OUR
OBJECTIVES

რეპორტინგის მოდული

რეპორტინგის მოდულის ძირითადი მიზანია კომპანიების ხელმძღვანელობას და მენეჯმენტის გუნდს შეუქმნას მოქნილი ვებ-ინტერფეისი კომპანიაში არსებულ მიმდინარე პროცესების შესახებ დროული ინფორმაციის მისაღებად. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორ პერსონალური კომპიუტერის საშუალების ასევე მობილური მოწყობილობებიდანაც, საიდანაც შესაძლებელია ინტერნეტის მიმოხილვა.

რეპორტინგის მოდული განკუთვნილია MSSQL, Oracle და MySQL მონაცემთა ბაზებთან სამუშაოდ. მასში შესაძლებელია ერთდროულად მოხდეს სხვადასხვა ტიპის და რაოდენობის ბაზებთან კავშირის დამყარება, მონაცემების წამოღება, დამუშავება და ვებ-ინტერფეისზე გამოტანა. მისი მოქნილობა გამოიხატება მის მარტივად მართვაში, ახალი ტიპის რეპორტების ადვილად დამატებაში, ცვლილებების შეტანაში, ცვლილებების მართვაში, გრაფიკული ელემენტების დამატებასა და რეპორტის დიზაინურ ნაწილში პროგრამული კოდის ჩადებაში.

შესაძლებლობები და მახასიათებლები:

  1. მონაცემთა ბაზებთან კომუნიკაციის მართვის შესაძლებლობა;
  2. მონაცემთა ბაზებზე ინფორმაციის მიღების ბრძანებების გაწერა და მართვა (Select);
  3. სტანდარტული ცხრილების გამოტანის შესაძლებლობა;
  4. ხისებური ცხრილის გამოტანის შესაძლებლობა;
  5. ძებნა, ფილტრი, დალაგების და გვერდების მართვის შესაძლებლობა;
  6. Excel, PDF, SQL და HTML დაექსპორტების დაშუალება;
  7. PHP, HTML,CSS კოდით რეპორტის გამოსახულების დიზაინის ცვლილება;
  8. რეპორტის ავტომატურ ამოცანად გარდაქმნა;
  9. რეპორტების ელ.ფოსტაზე დაგზავნის შესაძლებლობა;
  10. დიაგრამების შესამუშავებლად PHP მოქნილი კლასის გამოყენება;
  11. ცვლილებების დამახსოვრების საშუალება;
  12. მომხმარებელთა წვდომების და უფლებების მართვა;

რეპორტინგის ვებ-გადაწყვეტისთვის გამოყენებული PHP და MySQL ტექნოლოგია. რომლის ინსტალაციაც შესაძლებელია როგორც Windows_ის ოპერაციული სისტემის გარემოში ასევე Linux-სა და სხვა სისტემებში. მისი განთავსება შესაძლებელია ასევე ინტერნეტ ჰოსტინგის სერვერებზეც, რაც უფრო ხელმისაწვდომს ხდის მის გამოყენებადობას.

პროგრამის დანერგვა ხორციელდება ინდივიდუალური მიდგომით და შემდეგი პროცესით:
1. თქვენს მიერ ხდება ინფორმაციის მოწოდება, თუ რომელ სისტემებისთვის გსურთ რეპორტინგის აწყობა;
2. მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გიგზავნით შემოთავაზებას ან აუცილებლობის შემთხვევაში ვგეგმავთ შეხვედრას;
3. ვთანხმდებით რეპორტინგის პროგრამის დანერგვის დეტალებზე;
4. ვნერგავთ პროგრამას;

ვინაიდან აღნიშნული საკითხი ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალურია, შესაბამისად ვადებიც და პროგრამის ღირებულებაც ინდივიდუალურია;

პატივისცემით,
შპს "ჯუჩა"






© 2009-2010 ყველა უფლება დაცულია; შპს "ჯუჩა";