JOIN
OUR
OBJECTIVES

პროგრამული უზრუნველყოფა


დღესდღეობით პროგრამული უზრუნველყოფა ყველა საქმისთვის გახდა აუცილებელი. მისი გამოყენებით შესაძლებელი ხდება გაამარტივოთ ნებისმიერი საქმე, მართოთ ნებისმიერი პროცესი უფრო მარტივად, ზუსტად, ლოგიკურად და რუტინული საქმეები მაქსიმალურად შეკვეცოთ. პროგრამული უზრუნველყოფა მრავალ მხრივ არის დაყოფილია, როგორებიც არის: სისტემური პროგრამირება, ქსელური, მონაცემთა ბაზებზე პროგრამირება, გრაფიკული პროგრამირება, მულტიმედია და სხვა. პროგრამების შემუშავება შესაძლებელია სხვადასხვა პროგრამულ ენებზე, როგორებიც არის: Assembler, C/C++, C#, Pascal, Delphi, Basic, Java, PHP და აშ... ყველა პროგრამულ ენას თავის ბიბლიოთეკები გააჩნია, რომელიც კიდევ უფრო ამარტივებს პროგრამის წერას და გარკვეული ტიპის ამოცანების გადასაწყვეტად ყველაფრის შექმნა აღარ არის საჭირო. მაგალითისთვის თუ ვწერთ 3D გრაფიკულ პროგრამას, შესაძლებელია გამოვიყენოთ OpenGL-ის ბიბლიოთეკა და მარტივად შევძლებთ სივრცულ განზომილებაში პროგრამის შემუშავებას. ასევე პროგრამირებისთვის აღსანიშნავია ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, რომელიც მოქნილს და მოხერხებულს ხდის გუნდურ მუშაობას. იმისათვის რომ პროგრამა შევადგინოთ გარდა იმისა, რომ აუცილებელია ერთერთი პროგრამული ენის კარგად ცოდნა, ასევე მოითხოვს მკაცრ მათემატიკურ, ანალიზურ და ლოგიკურ აზროვნებას. პროგრამის შედგენისას აუცილებელია შემუშავდეს ჯერ ამოცანის გადაწყვეტის ალგორითმი, რომელზეც ხშირ შემთხვევაში მთელი პროგრამის გამართული მუშაობაა დამოკიდებული.


პროგრამული მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ამოცანის გადასაწყვეტად დგება სხვადასხვა სახის საკითხები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში პრობლემადაც შეიძლება გვექცენ. ამისათვის პროგრამის შემუშავების წინ აუცილებელია სწორად მოხდეს გაანალიზება ამა თუ იმ საკითხის. შესაძლოა ზოგ ამოცანის გადასაწყვეტად გამოვიყენოთ მზა პროგრამები, თუმცა ამ შემთხვევებისთვისაც თავს იჩენს პროგრამის სწორად ამორჩევა, რომელიც მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს ამოცანაზე.

ამ ანალიზის ჩასატარებლად აუცილებელია როგორც პროგრამული ენების ან გამზადებული პროგრამული პროდუქტების ზოგადი კარგად ცოდნა, ასევე იმ ამოცანის შინაარსის და მასთან დაკავშირებული თეორიების ცოდნა, რის გადაწყვეტასაც ვგეგმავთ. ამოცანას შეიძლება გამოუძებნოთ 2 მხარე: პირველი რომელიც ამოცანის ავტორს სურს, რომ მიაღწიოს პროგრამიდან და მეორე რომელიც პროგრამისტს უადვილებს ამოცანის აღქმას და სწორად შემუშავებას. ამისათვის ანალიტიკოს უწევს ამდაგვარი ტიპის პრობლემების გაანალიზებაც და ამოცანის პირობის ჩაკორექტირება, პროგრამისტისთვის გასამზადებლად.

თუ ამოცანის შინაარსი სწორად არ იქნება დასმული ან ამოცანის შინაარსში მოთხოვნილი იქნება არალოგიკური/ორაზროვანი საკითხები, რომელიც ღიად იქნება დარჩენილი, მაშინ პროგრამისტი ან ვერ გაითვალისწინებს და შესაბამისად შეცდომა იქნება დაშვებული ან/და პროგრამის შემუშავების პროცესში წარმოშობს ისეთი ტიპის პრობლემებს, რომელთა გარკვევა დიდ დროს, რესურსების ფუჭ კარგვას და ისეთი ტიპის გაუგებრობებს გამოიწვევს, რომელიც მინიმუმ პროგრამის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედებს.

შესაბამისად კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფისათვის საჭიროა პირველივე ეტაპიდან ჩართული იყვნენ კომპეტენტური და პროფესიონალი კადრები. რადგან კარგ მშენებლობას ძლიერი საფუძველი სჭირდება.



გისურვებთ წარმატებას!


© 2009-2010 ყველა უფლება დაცულია; შპს "ჯუჩა";