JOIN
OUR
OBJECTIVES

ვებ პროექტების მართვა

დღეისთვის ბიზნეს პროცესების ვებ გადაწყვეტილება ერთ–ერთ გამარტივების გზას წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც პროცესის მართვა შესაძლებელია ქსელურად და ყველა წერტილიდან, სადაც ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობაა და არ არის სერვერამდე დამაკავშირებელი ხაზი შეზღუდული.

ვებ–გადაწყვეტილების შემთხვევაში მომხმარებლის კომპიუტერზე არ არის აუცილებელი მოხდეს რაიმე სპეციალური პროგრამის ინტალაცია, რაიმე განსაკუთრებული და მოცულობითი ოპერაციების ჩატარება, განსაკუთრებული კონფიგურაცია. მთავარი კომპიუტერიდან შესაძლებელი იყოს ინტერნეტში შესვლა და კონკრეტულ სერვერთან დაკავშირება, ისე როგორც სხვა ნებისმიერ საიტებთან.


ვებ გადაწყვეტილებით შესაძლებლობა მოგეცემათ ააწყოთ ნებისმიერი ბიზნეს პროცესი, გამართოთ და გააუმჯობესოთ, მოქნილი გახადოტ ბიზნეს გარემო, ინტერნეტის დახმარებით მოიზიდოთ კლიენტები და აქტიური კომუნიკაცია იქონიოთ, უფრო მეტიც კლიენტებს შესთავაზოთ „ონლაინ“ მომსახურება, კლიენტები ჩართოთ ბიზნეს პროცესებში და მისცეთ თავად აკონტროლონ თავიანთ დაკვეთილი საქმის მონიტორინგი, რა ეტაპზეა, როგორ სრულდება და აშ.

ამისათვის ჩვენმა ჯგუფმა შეიმუშავა საკუთარი ვებ–ბირთვი, რომლის საშუალებითაც მარტივდება ვებ პროექტების აწყობა, სხვა სისეტმებთან მიერთება, წვდომების მართვა, მონიტორინგი და რეპორტინგი და აშ. ვებ–ბირთვი წარმოადგენს პროგრამული ფაილების, სკრიპტების, ბაზების და სხვა ტექნოლოგიური საშუალებების გაერთიანებას. რომელიც დაფუძნებულია რეალურ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციასთან და განზოგადებულია მაქსიმალურად მსგავსი ბიზნეს პროცესების მოსაცველად.


მოცემულო ვებ–გადაწყვეტილებით შეგიზლიათ ააწყოთ: ვებ–საიტები, ინტრანეტი, ინტერნეტ მაღაზია, დოკუმენტ ბრუნვა, რეპორტინგი, რისკების მართვა, ბუღალტერია, რეალიზაცია, და სხვა ოპერაციები. ასევე შეგიძლიათ  მიამაგროთ თქვენ კომპანიაში არსებულ ბიზნეს პროცესებს და ავტომატური გზით მოახდინოთ ინფორმაციის დაკავშირება ვებ–ბირთვსა და თვენი კომპანიის ბაზებს შორის, როგორებიც არის: MS SQL, Oracle, MySQL. სხვა ბაზების შემთხვევაში შესამუშავებელია.

ტექნოლოგიურად ვებ–ბირთვი გამზადებულია PHP-ის და MySQL–ის ბაზაზე, რომლის მხარდაჭერა თითქმის ყველა ჰოსტინგს გააჩნია. შესაბამისად თქვენ შესაძლებლობა გაქვთ აღნიშნული პროგრამა განათავსოთ ინტერნეტში და არ დაგჭირდეთ ცალკეული სერვერის გამოყოფა და შემდეგ მისი მოვლა/მართვა.

აღნიშნული ვებ–ბირთვში, შესაძლებლობაა ინტეგრაცია მოხდეს Windows–ის და Linux სისტემებთან, რომლებთანაც კავშირი ხორციელდება როგორც PHP სკრიპტების ასევე C++ გამოყენებით, რომელიც შემუშავებულია ისეთი საკითხების გადასაწყვეტად რომლის გადაწყვეტა PHP-ით ან შეუძლებელია ან არა ეფექტური. შესაბამისად ამ ბირთვით შესაძლოა დაინტერესდნენ კომპანიები როგორც ვებ–საიტის დამზადების მიზნით ასევე, სხვა სისტემური ამოცანების გადასაჭრელად.


ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს ვებ–ბირთვის გაუმჯობესებაზე, რომელიც პერიოდულად აისახება ყველა იმ ვებ–გვერდზე თუ პროექტზე რომელიც ჩვენ ბირთვს იყენებს.

 


შემოგვიერთდით და იყავით წარმატებული!


© 2009-2010 ყველა უფლება დაცულია; შპს "ჯუჩა";