JOIN
OUR
OBJECTIVES

IT აუდიტი

ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება თითქმის ყველა სფეროში გვხვდება, მასზე დაფუძნებულია საკმაოდ დიდი ამოცანები და ხშირ შემთხვევაში პროცესები მასზე დამოკიდებულია. შესაბამისად ისმის საკითხი, თუ რამდენად სწორად არის გადაწყვეტილი ამოცანები, მისი ეფექტურობა, ხარვეზები, რამდენად სწორად ემსახურება მიზანს (რომელიც ამოცანის დასმის დროს გადაწყდა), რა რისკებთან არის დაკავშირებული, რა ხარვეზები არსებობს, მათი შემცირების ან/და აღმოფხვრის მიზნით რა ღონისძიებებია ჩასატარებელი და აშ.

ჩვენი აუდიტის მიზანი არის დაგანახოთ ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროცესში არსებული რისკები, პრობლემები, ხარვეზები, ასევე მათი აღმოფხვრა–შემცირების გზები, რეკომენდაციები გაგიწიოთ ამა თუ იმ საკითხზე და შეგიქმნათ სრული ტექნოლოგიური ხელსაწყოები პროცესის კონტროლისათვის ჩვენს მიერ შემუშავებული მონიტორინგისა და რეპორტინგის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.

ამ ტიპის მომსახურებით შეიძლება დაინტერესდეს ყველა ისეთი ტიპის კომპანია, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი კომპიუტერული ქსელი, სარგებლობენ ნებისმიერი სახის პროგრამული უზრუნველყოფით, ბიზნესი (თუნდაც მცირე ნაწილი) დაფუძნებულია ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე.

იმისათვის, რომ რეალური წარმოდგენა გქონდეთ თქვენ კომპიუტერულ სისტემებზე (თუ რახდება მის შიგნით) აუცილებელია გქონდეთ რეალური სურათი თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციული სისტემების და ტექნოლოგიების შესახებ. დაგეგმოთ როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება, დასახოთ პრიორიტეტები, განავითაროთ და დააუმჯობესოთ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით თქვენი ბიზნესი, გაუგებარი და დაუგეგმავი სიტუაციებს აარიდოთ თავი, რაც საბოლოო ჯამში დაუგეგმავი ხარჯების შემრიცებას იწვევს, მეტად ეფექტური ხდება პროცესების მართვა და შესაბამისად დადებითად მოქმედებს კომპანიის სარგებელზე.

ხშირია როდესაც ინტერესტა ქონფლიქტი წარმოიშვება IT მენეჯერსა (ან მის გუნდსა) და IT აუდიტორს შორის, რაც განპირობებული იმ განცდით რომ აუდიტის დასკვნაში მითითებული ხარვეზები შესაძლოა მეტყველებდეს IT მენეჯერის ან მისი ჯგუფის სისუსტეზე. თუმცა ეს მოსაზრება არის მცდარი!

თავად კარგ გამოცდილ IT მენეჯერსაც კი ჭირდება IT აუდიტორი, რომელიც უცხო და შორი თვალით აფასებს ინფორმაციული სისტემების და ტექნოლოგიების გამოყენებით შემდგარ პროცესებს, რომელიც ცდილობს ყველა მიმართულებით დასვას შეკითხვები, შეადაროს სხვაგან არსებულ მსგავს პროცესებს, გამოიკვლიოს უპირატესობები და ნაკლები, ალტერნატიულ წყაროზე დაყრდნობით თავად IT მენეჯერს შეუწყოს ხელი გამართული პროცესების უტყუერობაში და ხარვეზების შემთხვევაში ერთად დაგეგმონ გამოსწორების გზები.

შესაბამისად IT მენეჯერისთვისაც კი საინტერესო უნდა იყოს, თუ რა შეცდომები გამოეპარა თვითონ ან თავის ქვეშ დქვემდებარებულ კადრებს, რა ხარვეზებია და რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რა რისკებთან აქვს საქმე და ა.შ. რადგან, ვინც საქმეს აკეთებს შეცდომაც იმას მოდის და შესაძლებელია შეცდომამ მთელი ნაწვალები წყალში ჩაგიყაროს, ამიტომ აუცილებელია საქმის დაწყების დღიდანვე ვიფიქროთ მის გამართულ მომავალზე!

 

გისურვებთ წარმატებას!


© 2009-2010 ყველა უფლება დაცულია; შპს "ჯუჩა";