JOIN
OUR
OBJECTIVES

მონაცემთა ბაზების მართვა

ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მონაცემთა ბაზებს ერთ–ერთი მთავარი როლი უჭირავს. რისი გამართული მუშაობაც განსაზღვრავს მთელ რიგ ბიზნეს პროცესებს. ხშირია როდესაც ორგანიზაციებში საჭიროა რამდენიმე მონაცემთა ბაზაზე წვდომა, ინფორმაციის მიღება და ანალიზი, რეპორტების მომზადება და სხვადასხვა ფორმით გამოტანა, რაც საკმაოდ დიდ შრომასთან და ენერგიასთან არის დაკავშირებული. თუმცა საკმარისია ამოცანების ერთხელ გადაწყვეტა, მაქსიმალურად ავტომატური გახადო პროცესები და შემდეგ ბევრად მცირე რესურსი ხდება საჭიროდ ბაზების გამარტულოად მუშაობისვის.

ამ სირთულის გადასალახად ჩვენ გთავაზობთ მონაცემთა ბაზების მართვის ერთიან სისტემას MSSQL, Oracle, MySQL, MS Access ბაზების მიმართულებით, ასევე შესაძლებელია მოხდეს სხვა ბაზების ინტეგრირებაც გარკვეული ანალიზის შემდგომ.

მონაცემთა ბაზების მართვა პირველ რიგში მოიცავს კომპანიაში არსებული აწყობილი ან სამომავლოდ ასაწყობი მონაცემთა ბაზების სტრუქტურის შესწავლა, ხარვეზების აღმოჩენა და ოპტიმიზაციის გეგმის შედგენა.

მეორე ეტაპი გულისხმობს შესწავლილი მონაცემთა ბაზების ანალიზი და მათი გამაერთიანებელი სისტემის აწყობა მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაში.

მესამე ეტაპი გულისხმობს რეპორტინგისა და კონტროლის სისტემების ჩაშენებას


© 2009-2010 ყველა უფლება დაცულია; შპს "ჯუჩა";